|
2025-02-10 17:25:52, 506 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა
რუმინეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. „რუმინეთისა და რუმინეთის მოქალაქეებისთვის კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მე რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა. კლაუს იოჰანისი რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად ოთხშაბათს დატოვებს. გასულ თვეში რუმინეთის სამმა ულტრამემარჯვენე პარტიამ იოჰანისის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მოითხოვა და პარლამენტში კენჭისყრა 11 თებერვალს უნდა შემდგარიყო. ცნობისთვის, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა. არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლაუს იოჰანისი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 21 დეკემბერს ამოეწურა, თანამდებობაზე ახალი პრეზიდენტის არჩევამდე უნდა დარჩენილიყო. რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)