|
2025-02-10 14:59:27, 476 ნახვა
სამართალი
ნენსი ვოლანდს სასამართლომ 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტინე ბოტკოველი, (ნენსი ვოლანდი) სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, ბოტკოველს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დღევანდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ბოტკოველი გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდა. უწყების იურისტი მის სამართალდამრღვევად ცნობას და ადმინისტრაციული სახდელის დადებას ითხოვდა. თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი კი აცხადებს, რომ ის ტროტუარიდან უკვე გადაკეტილ გზაზე, მას შემდეგ გადავიდა, რაც ადგილზე მარშში მონაწილეები მივიდნენ. ბოტკოველს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.კერძოდ კი იმას, რომ ის 26 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)