|
2016-03-08 10:47:26, 580 ნახვა
საზოგადოება
დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად 600 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო 6 საგრანტო მიმართულებით გასცემს: სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სოციალური პროექტების დაფინანსებასამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, იურიდიული დახმარების გაწევა, სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, საგრანტო კონკურსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული - სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის შესაბამისად ცხადდება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს. არასამთავრობო ორგანიზაციების განაცხადებს სამინისტროში საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი საგრანტო კომისია განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც როგორც სამინისტროს, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან. კომისია თითოეულ საგრანტო მიმართულებაზე გამარჯვებულს შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამოავლენს. დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე არასამთავრობო სექტორთან. მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საგრანტო კონკურსი დაიწყო 7 მარტს და 21 მარტს 18:00 საათზე დასრულდება. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)