|
2025-02-07 13:14:12, 475 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა გახარიაზე - საინტერესოა, ის ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციას, თუ აკეთებს საერთო ეროვნულ საქმეს
ვისურვებდი, რომ სტრატეგიულ ბუნდოვანებას, რომლის შენარჩუნებასაც თითქოს და ახლა, გახარია ცდილობს, ამჯობინოს მორალური და პოლიტიკური სიცხადე,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ისაუბრა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შესახებ, რომელსაც საპარლამენტო მანდატებზე, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, უარი არ უთქვამს. ბოკუჩავას, თქმით, სიცხადით გაირკვევა, უწყობს თუ არა გიორგი გახარია ხელს „ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის შენარჩუნებას“. „ივანიშვილის რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების ნებისმიერი მცდელობა არის დიდი სერთო ოპოზიციური, საზოგადოებრივი და ეროვნული მიზნების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება. ამიტომ, ნამდვილად ვისურვებდი, რომ ამგვარ სტრატეგიულ ბუნდოვანებას, რომლის შენარჩუნებასაც თითქოს და ახლა, გახარია ცდილობს, ამჯობინოს მორალური და პოლიტიკური სიცხადე, სადაც გვეცოდინება, ის ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის შენარჩუნებას, თუ აკეთებს საერთო ოპოზიციურ, ეროვნულ სახალხო საქმეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)