|
2025-02-07 12:31:05, 368 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ყველა კანონი რუსული დიქტატურის გაძლიერებისკენ არის მიმართული
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი, რუსული სულისკვეთებით არის გამსჭვალული. რაც არ უნდა დაარქვან, გადაწერონ და გადმოწერონ, ეს არის სიმულაცია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, მათ შორის მედიასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე. როგორც უგულავამ აღნიშნა, კანონები ვერ იმუშავებს, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და „პოლიცია გადაქცეულია „ხარებას“ სადამსჯელო რაზმად“. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი, რუსული სულისკვეთებით არის გამსჭვალული. ამიტომ, რაც არ უნდა დაარქვან, გადაწერონ და გადმოწერონ, ეს არის სიმულაცია. კანონები ვერ იმუშავებს, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიცია არის გადაქცეული ხარებას სადამსჯელო რაზმად, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. „ქართულმა ოცნებამ“ საიდანაც არ უნდა გადმოწეროს კანონი, იქნება ეს ავსტრალიური, ამერიკული, ზემო თუ ქვემო ზელანდიური, პორტუგალიური, ბრაზილიური, „ქართული ოცნების“ მიღებული ყველა კანონი რუსული დიქტატურის გაძლიერებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა უგულავამ. ინფორმაციისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ. გარდა ამისა, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არ აუმოქმედებიათ, მის ნაცვლად კი მიიღებენ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველყოფენ მის სრულფასოვან ამოქმედებას“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)