|
2025-02-07 12:18:55, 433 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - მედიის ახალი კანონის დაინიცირების საერთო მიზანი არის ის, რომ უცხოური ჩარევების საკითხი იყოს დარეგულირებული
მედიის ახალი კანონის დაინიცირების საერთო მიზანი არის ის, რომ უცხოური ჩარევების საკითხი იყოს დარეგულირებული, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან „მედიის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს თითოეული მედიაორგანიზაციის, არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციის უკან ვინ, რა ფინანსები და რა ინტერესი დგას.
შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ. მისი განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)