|
2025-02-07 11:19:28, 444 ნახვა
პოლიტიკა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა. შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ჯო უილსონთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ამ წუთებში დამთავრდა შეხვედრა საქართველოს ეროვნულ გმირთან, კონგრესმენ ჯო ვილსონთან. ივანიშვილს თუ ჭკუა შერჩა, უნდა უკვე გარბოდეს, თუ გაასწრებს, რა თქმა უნდა“. მოგვიანებით, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჯო უილსონს უთხრა, რომ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება იქნება ამერიკელი კონგრესმენისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება. „ქართველი ხალხი, რომელიც ბარიკადებზე დგას თქვენთან უდიდეს მოკითხვებს გვაბარებს. უდიდეს მადლობას, იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის. ქართველ ხალხს უცხოეთში ისეთი დიდი მეგობარი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლია. ამიტომ, დიქტატურის მოცილების შემდეგ, ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება იქნება, თქვენთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება. ეს ქართველი ხალხის ნებაა“, – მიმართა შალვა ნათელაშვილმა ჯო უილსონს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)