|
2025-02-06 20:29:08, 440 ნახვა
პოლიტიკა
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
„საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტიპარლამენტმა, მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილების თანახმად, ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნასთან და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. საკითხი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას. წარმოდგენილი კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა პირდაპირ არ გავრცელდება, არიან მრჩევლები, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ჰყავდეს უცხოენოვანი მრჩეველი. გარდა ამისა, კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლითაც წესრიგდება გარდამავალ პერიოდში არსებული რიგი სამართლებრივი ურთიერთობები. პარლამენტმა ასევე, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, როგორიცაა; 2028 წელს არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ანუ მე-11 მოწვევის პარლამენტში, გარდამავალი დებულებით დაშვებული იქნება პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის სამი წევრის მიერ. ამ შემთხვევაში, წინაპირობა იქნება, რომ მასში გაერთიანებული უნდა იყვნენ ერთი პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები, რომლებიც პარტიულ სიაში იყვნენ როგორც უპარტიოები, ან დატოვეს პოლიტიკური პარტია. საკითხი სხდომაზე განსახილველად შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭება მისთვის დამსახურებული იურიდიული სტატუსი და ჩამოყალიბდება როგორც სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ცვლილების შემდეგ, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი. მასში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავისი სტრუქტურითა და ბიუჯეტით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება კვლევით ცენტრს, მოხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია, მის ბალანსზე არსებული რესურსები კი პარლამენტს გადაეცემა. კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)