|
2025-02-06 19:36:56, 404 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა რეპრესიული ცვლილებები სამი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, ასევე, შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტი ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად მიხეილ ყაველაშვილს გადაეგზავნება. პარლამენტმა, მეორე მოსმენისას კანონპროექტში დამატებითი შეზღუდვები შეიტანა, რის შედეგადაც ადრე მხოლოდ ჯარიმით დასჯადი სამართალდარღვევებისთვის პატიმრობის სახით დასჯის მექანიზმიც გაჩნდა. ცვლილებები შეეხო შეკრება-მანიფესტაციების კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს. ახალი რეგულაციით: • ადმინისტრაციული შენობების, გზებისა და მაგისტრალების ბლოკირების, შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდების, აკრძალული ნივთების ქონისა და გზის გადაკეტვისთვის გათვალისწინებულია 5000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. • თუ აღნიშნული ქმედება ჩაიდენს აქციის ორგანიზატორი, მას 15 000 ლარიანი ჯარიმა ან 20-დღიანი პატიმრობა დაეკისრება. • განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს 25-დღიანი, ხოლო ორგანიზატორს 60-დღიანი პატიმრობა დაემუქრება. • აქციაზე სახის დაფარვისა და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა თავდაპირველ ვერსიაში მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებდა, ცვლილების შედეგად კი დაწესდა 2000-ლარიანი ჯარიმა ან 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ოპოზიცია და უფლებადამცველები აღნიშნულ ცვლილებებს ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)