|
2025-02-06 15:22:10, 378 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონის პროექტი მეორე მოსმენით რამდენიმე მუხლის გარეშე მიიღო. როგორც კენჭისყრის წინ მომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, ადამიანის უფლებების ჭრილში მეტი გარანტიებისა და რიგი პროცედურული საკითხების უკეთ დაზუსტების მიზნით, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართებოდა. გადადებული მუხლებზე პოზიციების შეჯერება კომიტეტის სხდომაზე იგეგმება, რომელიც პარლამენტში დღესვე გაიმართება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. მას მესამე მოსმენით დღესვე დაამტკიცებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)