|
2025-02-06 12:14:40, 370 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - დარჩა 12 “სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში, ეს არის ის, რაც საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს
49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღე“. „49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში. ვნახოთ, რას გააკეთებენ ისინი. მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს. ვამბობდით: „ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის“ - ამათმა გადაწყვიტეს, რომ მეორეჯერ შესულიყვნენ იგივე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ ამ ქცევით“, - განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვას, რომელიც პარტია „გახარია საქართველოს“ მიერ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მიმართვას შეეხებოდა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ეს მათი ინტერესის სფერო არ არის, თუმცა თუ აღნიშნული პარტია დატოვებას გადაწყვეტს, ამ გადაწყვეტილებას „ყველანაირად მიესალმებიან“. „ეს არ არის ჩვენი ინტერესის სფერო. რაც შემაწუხებელია ის არის, რომ 12 „ნაცი“ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველანაირად“, - განმარტა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს. პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)