|
2016-03-07 18:20:31, 576 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მსჯავრდებულ ქალბატონებს დამდეგი 8 მარტი მიულოცა
8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლს ეწვია. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად მიხანაშვილმა მსჯავრდებულ ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა. ასევე საჩუქრად სეზონური ტანსაცმელი მიიღეს იქ მყოფმა 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა, რომლებიც დაწესებულებაში დედებთან ერთად იმყოფებიან. ზვიად მიხანაშვილის თქმით, დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებსა და დედებზე ზრუნვას სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭეებს. ,,დედათა და ბავშვთა სახლს სტუმრად საპატრიარქოს წარმომადგენლები ეწვივნენ და მათ პატარებს საჩუქრები გადასცეს, ხოლო მსჯავრდებულ დედებს დამდეგი 8 მარტი მიულოცეს. ეს ბავშვები უახლოეს მომავალში საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან და მათთვის სითბო და სიყვარული მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. ღონისძიება საპატრიარქოს ინიციატივითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)