|
2025-02-05 18:56:20, 440 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ბრუნო ფუქსთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე იმსჯელა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს, ბრუნო ფუქსს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას განიხილეს ქვეყანაში არსებულ ვითარება, მმართველი რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკა და რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს, რომლის მიზანია ჩაახშოს ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტი და დათესოს შიში, რაც მხოლოდ დიქტატორული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას. აღინიშნა, რომ საქართველო უფრო და უფრო ცხადად შორდება დასავლეთს და მიდის რუსეთისკენ, ხალხის ურყევი ნებაა იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის და უკვე ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს უწყვეტი პტოტესტი. ხაზი გაესვა ამ პროცესში დასავლელი პარტნიორების ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას. 29 იანვარს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის სესიაში, რომელიც საქართველოში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)