|
2025-02-05 17:56:45, 419 ნახვა
პოლიტიკა
შვედი დეპუტატი - ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ
ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გოტბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „მზია ამაღლობელის, რომელიც 23 იანვრიდან შიმშილობს და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ხელს ვაწერ. ჯო უილსონთან, რასა იუკნევიჩიენესთან, ტომ ტაგენდატთან და სხვებთან ერთად ევროკავშირსა და მოკავშირეებს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ“, - წერს გოტბერგი. შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა პოლიტიკოსებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)