|
2025-02-05 16:27:48, 377 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - 61 “ნაცის“ ნაცვლად, პარლამენტში 12 “ნაცი“ დარჩა
ყოველთვის ვამბობდით, რომ თუკი ოპოზიცია მანდატების შეწყვეტაზე განცხადებას დაწერდა, ჩვენ გაგვიიოლებდა საქმეს - 61 „ნაცის“ ნაცვლად, პარლამენტში 12 „ნაცი“ დარჩა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა 49 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ოპოზიციაშია და სწორედ ამიტომ, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს, პარლამენტში არ არის. „ყოველთვის ვამბობდით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არა თუ პარლამენტში, არამედ საერთოდ პოლიტიკაში რომ იყოს, იმას არ იმსახურებს, იმიტომ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის, საქართველოს ოპოზიციაშია. ამიტომ, მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს, პარლამენტში არ არის. გამომდინარე აქედან, ყოველთვის ვამბობდით, რომ თუკი ისინი განცხადებას დაწერდნენ, ჩვენ გაგვიიოლებდნენ სიტუაციას, რომ ისინი პარლამენტიდან გაგვეშვა. სამწუხაროდ, გახარიას პარტიამ არ დაწერა ასეთი ტიპის განცხადება, რომ ისინიც წასულიყვნენ პარლამენტიდან. ქართულ საზოგადოებაში მუდამ არის ასეთი მოთხოვნა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ეს არის დასაწყისი, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, გარდა გახარიას 12 წევრისა, აღარ იქნება საქართველოს პარლამენტში ანუ, 61 „ნაცის“ ნაცვლად პარლამენტში 12 „ნაცი“ დარჩა. იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო კომისიის შემდგომ, როცა 6 თვის თავზე არსებულ მტკიცებულებებს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები დაემატება მათ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, უკვე არათუ პარლამენტს, არამედ ქართულ პოლიტიკასაც ჩამოცილდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)