|
2025-02-05 15:44:00, 441 ნახვა
პოლიტიკა
,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” - ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურის დამყარების საბოლოო ეტაპზე გადავიდა
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” განცხადება - “რეჟიმმა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართული მშვიდობიანი პროტესტისთვის სისხლის სამართლის წესით 8 პირი დააკავა, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი და ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, რომლის მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება - ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე. ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურის დამყარების საბოლოო ეტაპზე გადავიდა. დიქტატორული კანონმდებლობის მიღებით, თავისუფალი მოქალაქეების დაპატიმრებითა და დაკავებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლების ფუნდამენტის გამაგრებას, რაც პროტესტის შიშითაა გამოწვეული. რეჟიმმა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართული მშვიდობიანი პროტესტისთვის სისხლის სამართლის წესით 8 პირი დააკავა, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი და ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, რომლის მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება - ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე. თავდადებით, მუდმივი პროტესტით, თავისუფლებისთვის ბრძოლით ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას და ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!” - წერია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)