08:43 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 14:54:43, 348 ნახვა

საზოგადოება
სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი მოკლეს - ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს. 

ერთ-ერთი ვერსიით, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ე.წ. ვინჩესტერიდან, ტყვია გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით, 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 226-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, მიმდინარეობს.

სამართალდამცავებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics