11:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 14:41:13, 431 ნახვა

პოლიტიკა
მიხაილ როთი კაია კალასს - სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები

გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აზიარებს.

„ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის. მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. იმოქმედეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ჩაგვრაზე, დემოკრატიის განადგურებაზე!“ - წერს როთი.

შეგახსენებთ, კაია კალასმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია და რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics