12:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 15:42:19, 621 ნახვა

პოლიტიკა
ეკა გიგაური - ივანიშვილს პერსონალური პატიმრები ჰყავს ამ ქვეყანაში

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ისევე, როგორც ქართული საზოგადოება, ვფიქრობთ, რომ ივანიშვილს პერსონალური პატიმრები ჰყავს ამ ქვეყანაში და მისი დავალებით ხდება ამ ადამიანების დევნა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები დღეს აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

„ახლა, ჩვენ რაც გვჭირდება არის ის, რომ კონკრეტულად მივაწოდოთ ინფორმაცია ყველას, თუ რა ტიპის დარღვევები არის ყველა ამ საქმეში, რომ აქ ერთი ხელწერაა. ერთი ან რამდენიმე ტიპის მეთოდებს იყენებენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმისთვის, რომ ეს ადამიანები დასაჯონ. ზუსტად ამიტომ არის ამ საქმეების სიღრმისეულად შესწავლა მნიშვნელოვანი. ჩვენ დავაკვირდებით პროცესებს და სასამართლო პროცესზეც მივალთ, მაგრამ ამავდროულად, შევხედავთ იმას, თუ რა აქვს გამოძიებას. გამოძიებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს“, - განაცხადა გიგაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics