13:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 08:59:57, 551 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმი ანტიდემოკრატიული და პრორუსულია

აშშ-ის კონგრესმენი ჯო უილსონი მიიჩნევს, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ბიძინა ივანიშვილის „არალეგიტიმური რეჟიმის“ წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს დროებითი დაბრკოლებაა და მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება.

„ივანიშვილის რეჟიმი ანტიდემოკრატიული და პრორუსულია. სამწუხაროა, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი ევროკავშირში სანქციების პროცესს ბლოკავენ, თუმცა ეს მათი შეცდომაში შეყვანის შედეგია. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება არ დააყოვნებს“, – განაცხადა უილსონმა.

კონგრესმენის თქმით, დონალდ ტრამპის დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს.

„ტრამპი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს დემოკრატიულ ფასეულობებს და დარწმუნებული ვარ, მისი ლიდერობით ეს საკითხი გამოსწორდება. ამერიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და დემოკრატიის დასაცავად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი უკვე რამდენიმე თვეა განიხილავს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს, რაც ბიძინა ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან დაკავშირებულ ფინანსურ და პოლიტიკურ შეზღუდვებს შეეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics