13:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 18:26:23, 408 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დღეისათვის, სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურა

სამწუხაროდ დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაა, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა მათთვის განსაკუთრებული დანაკლისი არ იქნება.

„რეალურად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას და ფუნქციას. ამას აკეთებდა საკუთარი ხელით, და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის გაგრძელება იყო. დღეს, სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაა. ასეთ პირობებში ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა. თუმცა, რაც შეეხება ევროსაბჭოს, აქ ბუნებრივია, ვრჩებით ჩვენ ევროსაბჭოს წევრად და თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდება. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან და ამას დავპირდით ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, როცა ის ჩამობრძანებული იყო საქართველოში. რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics