10:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 10:39:27, 515 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის თიბისი გალერეა ახალგაზრდა ფოტოხელოვანი ქალების გამოფენას მასპინძლობს

თიბისი ბანკის მხარდაჭერით,  ბათუმის თიბისი გალერეაში  ფოტოგამოფენა „ქალის თვალით დანახული ჩვენ" გაიხსნა.
 
ექსპოზიციაზე ახალგაზრდა, უცნობი ფოტოხელოვანი ქალების მიერ   ღვაწლმოსილ ბათუმელებზე შექმნილი 25 ფოტოპორტრეტია  წარმოდგენილი,  რომლებიც განსხვავებულ ამპლუაში არიან გადაღებული. 
 
გამოფენაზე დამთვალიერებელი ცნობილი ბათუმელი მსახიობის თამარ სულხანიშვილის, პოეტ ვახტანგ ღლონტის, მხატვრების ნინო ნიჟარაძისა და ბესო ბესელიას, ფეხბურთელი  ასლან ბალაძის, ასევე ცნობილი ბათუმელი ექიმების, ქორეოგრაფების, არქიტექტორების, მომღერლების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების პორტრეტებს იხილავს.
 
გამოფენის გახსნას, რომელიც ამავდროულად ფოტოკონკურსის სახეს ატარებდა, პროექტის გმირებიც დაესწრნენ. სპეციალურად ამ კონკურსისთვის  დაკომპლექტებულმა  ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარე მხატვარი კაკო ძნელაძეა, საუკეთესო ნამუშევრების ავტორიც გამოავლინა. 
 
პროექტში სტუდენტები ნანუკა თალაკვაძე, ანუკი შუბლაძე, ხატია ჩხარტიშვილი, ქეთი ტაკიძე და მარი ლეჟავა მონაწილეობენ. უახლოეს მომავალში ახალგაზრდა ფოტოხელოვანი ქალების მიერ შექმნილ ფოტოპორტრეტებზე  კატალოგის გამოცემა იგეგმება.
 
ფოტოკონკურსი „ქალის თვალის დანახული ჩვენ" ბათუმის „ქალთა კლუბის" ინიციატვით ხორციელდება და მისი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანი ქალების შემოქმედების პოპულარიზაცია.
 
გამოფენას ბათუმის თიბისი გალერეა  12 მარტამდე უმასპინძლებს.

(R)
 
 
 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics