13:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 21:03:15, 437 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - 2028 წლამდე ახალი არჩევნები არ ჩატარდება

ქართული ოცნების დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ ჩატარდება.

“ამ სერიოზულ დათქმებში არ არის საუბარი სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებაზე, თუმცა არის სხვა სერიოზული საკითხები. მათ შორის, ცალსახად ვუთხარი, რომ 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება, რადგან ეს ჩვენი საერთო პოზიციაა. ვადამდელი არჩევნები არ არის დაგეგმილი, რადგან არჩევნები უკვე ჩატარდა და გაიმარჯვა იმან, ვინც გაიმარჯვა,” - აღნიშნა წულუკიანმა.

ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც 29 იანვარს კენჭი უნდა ეყაროს, საუბარია ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია შესაძლო შეზღუდვები ოცნების დელეგაციის მიმართ.

წულუკიანის თქმით, რეზოლუციის მოთხოვნები მიუღებელია ქართული ოცნებისთვის და ეს პოზიცია საკომიტეტო განხილვაზე უკვე ნათლად დააფიქსირა.

“ჩვენი პოზიცია ემყარება ქართველი ამომრჩევლის ნებას, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა, და ამ პრინციპს ვერ დავარღვევთ,” - დასძინა წულუკიანმა.

ევროსაბჭოს რეზოლუციაში მითითებული მოთხოვნები, მათ შორის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კვლავ კრიტიკის საგანია ქართული ოცნების მხრიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics