11:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 18:00:37, 430 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთანმიმდინარეობს

ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ჟურნალისტები მოითხოვენ, რომ მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტები საგამოძიებო სამსახურთან კითხვებით მივიდნენ. ჟურნალისტების თქმით, პროკურატურას სპეციალურმა საგამოძიებოსამსახურმა უნდა მიმართოს, რომ  მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნოს.

„მოვითხოვთ, მიენიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე. შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

რატომ არ ენიჭება მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი?

გამოიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე?

რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე?

რატომ არ გამოიძიეთ საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები?

როდის დაიწყებთ გამოძიებას ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე?

რატომ დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და არა არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, რაზეც მზია ამაღლობელი საუბრობს?" – ეს კითხვები გააჟღერეს ჟურნალისტებმა აქციის მსვლელობისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics