|
2025-01-28 15:04:08, 371 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპის თქმით, TikTok-ის ყიდვას Microsoft განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ კომპანია Microsoft მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-ის ყიდვას განიხილავს. ჟურნალისტების კითხვას, Microsoft ჩართულია თუ არა TikTok-ის ყიდვის მოლაპარაკებებში, ტრამპმა უპასუხა: "ვიტყოდი, რომ კი". მან დაამატა, რომ TikTok-ის ყიდვით სხვებიც არიან დაინტერესებულები და აღნიშნა, რომ მას მოსწონს კონკურენცია, რადგან ასეთ პირობებში საუკეთესო შეთანხმების მიღწევაა შესაძლებელი. 19 იანვრიდან დაწყებული აშშ-ში ძალაში შევიდა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანება, რომელიც TikTok-ის აკრძალვას გულისხმობდა იმ შემთხვევაში, თუკი პლატფორმა ამერიკელ ან მოკავშირე ქვეყნის მყიდველზე არ გაიყიდებოდა. 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი ბრძანება იყო TikTok-ის აკრძალვის აღსრულების 75 დღით გადაწევა. კანონი ფართო მოქმედების სივრცეს ანიჭებს პრეზიდენტს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღსრულდეს აკრძალვა. ინაუგურაციამდე ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე პირობა დადო, რომ TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულებას დროებით გადაავადებდა და დაამატა, რომ მისი ბრძანებით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება. ამავე პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს, "TikTok-ის გადასარჩენად" აშშ პლატფორმის 50%-იან წილს დაეუფლოს და "ძველ ან ახალ მფლობელებთან ერთობლივი საქმიანობა შედგეს". ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ TikTok-მა X-ზე განაცხადა, რომ აშშ-ში მომსახურების მიწოდებას გააგრძელებენ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)