|
2025-01-28 11:26:34, 379 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საელჩო - დიპ.პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე - ვფიქრობთ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს
ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას პოლონეთი მხარს უჭერს, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ჩვენ ამ საკითხზე ევროპულ კონსენსუსს შევუერთდით. ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ იქნა მიღებული, ამიტომ მუშაობა გრძელდება. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ევროპულ კონსენსუსს მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა არტურ გებალიმ. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ პოლონეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ინიციატივებს გამოიჩენს, გებალიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს. ასევე, ვფიქრობთ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია ევროკავშირის მხრიდან და პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ შუამავლის როლი გვაქვს და ამიტომ ევროკავშირის მოქმედებებს მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე დამატებითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ევროკავშირში დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებთან ერთად, საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად, გასული წლის ბოლო დღეს განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც მწუხარება გამოვხატეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და რეპრესიები დავგმეთ. ჩვენ ამის გაკეთებას ვაგრძელებთ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და დემოკრატიისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში მათ მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)