|
2025-01-27 16:57:55, 668 ნახვა
პოლიტიკა
ლასლო კოვერი - ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო მიაღწევს მიზნებს და ამ ათწლეულის ბოლომდე გახდება ევროკავშირის წევრობის ყველაზე მომზადებული კანდიდატი ქვეყანა
თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება სიმბოლურად გამოხატავს მეგობრობას, ერთობლივ თანამშრომლობას და საერთო მიზნებს, რომელთა მიღწევასაც მომავალში ვგეგმავთ, ასევე იმედი მაქვს, რომ ის იქნება პრაქტიკული ჩარჩო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ლასლო კოვერმა განაცხადა. როგორც ლასლო კოვერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა, ეს ასევე ნიშნავს, რომ საპარლამენტო დიპლომატიის მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება ზომები და ინსტრუმენტები საქართველოს ინტეგრაციის, განვითარებისა და წინსვლის ხელშეწყობისთვის. „ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების კუთხით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს სრულ მხარდაჭერას მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობაში. ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მხარს დავუჭერთ მის განვითარებას ქვეყნის უფლებების პატივისცემით, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის, ისე ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ზომა, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიდა საქმეებში და ქვეყნის ისტორიულ განვითარებაში ჩარევისკენ, მიუღებელია“, – განაცხადა კოვერმა. მისივე თქმით, უნგრეთს ესმის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. „ჩვენც ვაწყდებით იგივე გამოწვევებსა და თავდასხმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები და არა მხოლოდ კანდიდატები. ჩვენ ვიცავთ ევროკავშირის მშვიდობისა და კეთილდღეობის ძირითად პრინციპებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფუძნების პრინციპები იყო. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები უზრუნველყოფენ შესაძლებლობებს და მხარს დაუჭერენ ამ პრინციპებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები, მაგრამ ეს კრიტერიუმები უნდა შეფასდეს ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენ გარედან ვხედავთ საქართველოს შიდა განვითარებას. ვხედავთ მყარ ეკონომიკურ ზრდასა და გაძლიერებას. მთავრობის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო მიაღწევს მიზნებს და ამ ათწლეულის ბოლომდე გახდება ევროკავშირის წევრობის ყველაზე მომზადებული კანდიდატი ქვეყანა. როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებში. მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან და მხარი დავუჭიროთ მის მცდელობებში. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ მალე საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და იქნება ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომელიც თვლის, რომ ეროვნული სუვერენიტეტი არის ერთ-ერთი უმაღლესი პრინციპი და ღირებულება, უნგრეთის მსგავსად“, – განაცხადა კოვერმა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)