10:12 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 17:32:12, 558 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტების დაკრძალვას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტების დაკრძალვას დაესწრო.

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 10 ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

,,დღეს ტრაგიკული დღეა ერთის მხრივ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ დღეს, როცა ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ იმ ოჯახებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთი შვილების, ძმების მუდმივი განსასვენებელისათვის მიბარებას, მათ ეს დღეს ეღირსათ და თითოეული ჩვენგანი პატივს მიაგებს მათ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 10 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. ამ ეტაპზე, სულ,  31 ნეშტია იდენტიფიცირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics