12:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-21 18:30:23, 494 ნახვა

საზოგადოება
ამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის კოლეგები, რომლებიც “უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას” ითხოვენ.

ჟურნალისტებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით : “თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს”, “თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებს!”.

როგორც სოლიდარობის აქციაზე სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა განაცხადა, მზია ამაღლობელი უსამართლო დევნის სიმბოლოა.

“ჩვენ ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაში ყოფნას. ჟურნალისტის უკანონო დაკავება არის ყველაზე ცუდი ნიშანი.

ჩვენი მოთხოვნაა მისი გათავისუფლება. გამოვხატავთ პროტესტს იმ ყველაფრის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. მზია ამაღლობელი არის ამ უსამართლო დევნის სიმბოლო”, - განაცხადა დევდარიანმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

 „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

სოლიადრობა მზია ამაღლობელს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics