13:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-21 18:20:06, 491 ნახვა

საზოგადოება
ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე გლდანსა და სოფელ დიღომს შეეხება

ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე გლდანსა და სოფელ დიღომს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

22 იანვარს 11:00-იდან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გლდანში მებაღიშვილის, მიხეილ ხერგიანის, მიქატაძის, ბარათაშვილის ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე.

11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხევშა, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ქავთარაანი, ჯიჯონი, ამირთა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 12:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში - ჭოპორტი, დავათი, ნოკორნა, წითურები, ქერიაანთკარი, ნოჯა, ბიწმენდი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-იდან 15:00 საათამდე მომხმარებლებს - აბანოსხევში, ჭოპორტში, ბულაჩაურში, წითელსოფელში. 14:30-იდან 14:40 საათამდე აბონენტებს - ჟინვალში, ანანურში, ბიჩნიგაურებში, ციხისძირში და მიმდებარე სოფლებში.

11:00-იდან 12:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 14:00-იდან 16:00 საათამდე სოფლებში - ბიწმენდი, ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური, ზაქარო, გაზის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

12:00-იდან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ლევან რჩეულიშვილის, რენე შმერლინგის, ვახტანგ ცინცაძის, ანდრონიკაშვილის, ნანეიშვილის ქუჩებზე, ჩილიპირების ტერიტორიაზე, ხოლო 15:00-იდან 17:00 საათამდე - ხატაეთის, შერმადინის, ნურადინ ფრიდონის, ვახუშტი ბატონიშვილის, ცამეტი ასურელი მამის, რენე შმერლინგის და მიმდებარე ქუჩებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics