13:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 10:07:46, 517 ნახვა

საზოგადოება
WP - ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი

ბალტიის ზღვაში სატვირთო გემების მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ელექტროკაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ევროპის და აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებში ამ საკითხზე კონსენსუსი ყალიბდება.

ერთ-ერთი ასეთი ტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა.

The Washington Post-ის წყაროთა თანახმად, ევროპელ და ამერიკელ გამომძიებლებს ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ იმის ნიშნები, რომ კომერციული გემების მიერ ღუზებით კაბელების დაზიანება წინასწარ განზრახული ქმედება იყო, ან მოსკოვის მითითებით მოხდა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, დღემდე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ ინციდენტები გამოწვეული იყო ცუდი მომსახურების მქონე გემების ეკიპაჟების გამოუცდელობით.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს ფინეთმა დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია 25 დეკემბერს, ბალტიის ზღვაში ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა ელექტროკაბელის Estlink 2-ის დაზიანებაში.

კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერის კაპიტანი და ეკიპაჟის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეები არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics