|
2025-01-18 11:47:04, 452 ნახვა
მსოფლიო
2030 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში 622 მლნ ადამიანი დარჩება
მსოფლიო ბანკის გათვლებით, 2030 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში 622 მლნ ადამიანი დარჩება. შიმშილი და არასრულფასოვანი კვება კი გავლენას დაახლოებით იმავე რაოდენობაზე მოახდენს. გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ეკონომიკებს წინ დიდი გამოწვევები აქვთ და მომავალი 25 წელი უფრო მკაცრი იქნება მათთვის, ვიდრე ბოლო 25 წელი იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ განვითარებად ქვეყნებში ზრდა არასაკმარისი იქნება სიღარიბის დასაძლევად და განვითარების მიზნების მისაღწევად. საფინანსო ინსტიტუტის თანახმად, განვითარებადი ეკონომიკები უფრო ურთიერთდამოკიდებულნი გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდის შეფერხებას ფართო ეფექტი აქვს. ზრდის ტემპების მდგრადი გაუმჯობესების გარეშე, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ დღევანდელი 26 დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მხოლოდ 6 მიაღწევს საშუალო შემოსავლის სტატუსს 2050 წლისთვის. მსოფლიო ბანკი მოელის, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის განვითარებად ეკონომიკებს 2000 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივა ექნებათ. საფინანსო ინსტიტუტი განვითარებად ეკონომიკებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად 4%-იან ზრდას ელის, რაც მართალია გლობალური ზრდის 2.7%-იან პროგნოზს აჭარბებს, თუმცა მსოფლიო ბანკი განვითარებადი ეკონომიკების პროგრესის შენელებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში განვითარებადი ეკონომიკები 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდებოდნენ. მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ახალი გლობალური სავაჭრო შეზღუდვების ეფექტზეც ვინაიდან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობის ზრდაა მოსალოდნელი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)