15:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 10:55:14, 377 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ კარპენტერი - ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ

ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან” განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოოდ, ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება - 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს, არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც სულ უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს, ეს სიტუაცია, ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით, საბოლოოდ კი, ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - განაცხადა კარპენტერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics