16:34 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 12:01:16, 326 ნახვა

სამართალი
მედიაომბუდსმენი მზია ამაღლობელის დაცვის პროცესში ერთვება

მედიაომბუდსმენი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაცვის პროცესში ერთვება და შესაბამისი წერილით სასამართლოს მიმართავს. წერილში მედიაომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი არ წარმოადგენს საფრთხეს, არ აპირებს მიმალვას და არ შეუქმნის საფრთხეს მოწმეებს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასამართლომ ყურადღებით განიხილოს არა მხოლოდ სამართლებრივი პროცედურის ფარგლებში გამოძიების მიერ მოწოდებული ფაქტები, არამედ ის არსებითი დეტალები, მოვლენის შემადგენელი სუბიექტური და ობიექტური მხარეები, რაც იქცა მზია ამაღლობელის დაკავების და სასამართლოს წინაშე წარდგენის რეალურ მიზეზად“, – ნათქვამია მედიაომბუდსმენის წერილში.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის კვლავ დააკავეს. 13 იანვარს მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics