16:34 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 12:08:10, 438 ნახვა

სამართალი
ზუგდიდის აქციაზე დაკავებული მარიამ სიჭინავა სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორშია

ზუგდიდში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული პარტია „დროას“ წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისმა ადვოკატმა, როლანდ შონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციამ მარიამი პიროტექნიკის გამოყენებისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დააკავა. აღნიშნული მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს, რისთვისაც ადამიანს 5000 ლარის ოდენობით.

„მარიამ სიჭინავა თავს ნორმალურად გრძნობს...ძალადობა პოლიციაში არ ყოფილა, მაგრამ ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს. მაგალითად, მარიამ სიჭინავას არ განუმარტეს დაკავების მიზეზები... სასამართლო ზუგდიდში გაიმართება დღეს ან ხვალ“, - თქვა ადვოკატმა როლანდ შონიამ.

მარიამ სიჭინავა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან დააკავა პოლიციამ 13 იანვარს, ღამით. პარტია „დროას“ წარმომადგენელმა საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი გამოიყენა.

ზუგდიდში მიმდინარე უწყვეტ აქციაზე, ბოლო რამდენიმე დღეში მარიამ სიჭინავა პოლიციამ ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენებისა და თავსაბურავის, ე.წ ბალაკავას ტარების გამო, რაც 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

დაკავებამდე მარიამ სიჭინავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ არ აპირებს ჯარიმების გადახდას და არც პოლიციის „უკანონო მოთხოვნებზე“ დამორჩილებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics