01:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 12:04:03, 375 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთში უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართა

უნგრეთში უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პეტერ შიკლოშისთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პეტერ სიიარტოსთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან ლევენტე ბენკოსთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში  იშტვან მიკოლასთან  და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ჟოლტ ჩენგერ-ზალანთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ნატოს მომავალ ვარშავის სამიტს და საქართველოს მოლოდინებსა და პერსპექტივებს. უნგრულმა მხარემ კვლავ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics