16:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 09:24:12, 341 ნახვა

პოლიტიკა
მიხაილ როთი საქართველოშია

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა, - ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად როთი იუწყება.

„დაბრუნება ქალაქში. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“, - წერს როთი.

მანამდე, მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, ადრე თუ გვიან, წააგებს.

„ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის და კრიტიკული ხმების გაჩუმებას, ადრე თუ გვიან, წააგებს. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი!“ - დაწერა როთმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics