17:09 - 24 May, 2026
|
2025-01-13 09:03:32, 356 ნახვა
სამართალი
პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულების საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 2024 წლის, 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. საქმე დასკვნით ეტაპზეა. ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)