|
2025-01-09 19:29:37, 444 ნახვა
სამართალი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო 11 იანვარს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლო 11 იანვარს, 10:00 საათზე, განიხილავს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეს. სასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ ბრალდებულებისთვის, მათ შორის ზვიად ცეცხლაძისთვის, ვეფხია კასრაძისთვის, ვასილ კაძელაშვილისთვის, გიორგი გორგაძისთვის, ირაკლი მიმინოშვილისთვის, ინსაფ ალიევისთვის, თორნიკე გოშაძისთვის და ნიკოლოზ ჯავახიშვილისთვის, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გადასინჯვაზე. სამ ბრალდებულს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენ ხუთ ბრალდებულს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, რისთვისაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება. საქმე ეხება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ფაქტს, რომელზეც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)