|
2025-01-09 15:25:51, 365 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ვადაგასული პრეზიდენტი
არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი ვისთვის არის ახლა პრეზიდენტი, ფაქტია, 29 დეკემბერს კონსტიტუციური ვადა ამოეწურა, აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. ის არის საქართველოს ვადაგასული პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ბოჟაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, როგორი სულისკვეთებით გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა, ბოჟაძის თქმით, ის ქვეყანას პრობლემებს ვერ შეუქმნის. „სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთელი პროცესები სოროსის ფონდიდან იმართებოდა, სწორედ გარე ძალები იყვნენ დამფინანსებლები და ორგანიზატორები იმ პროცესების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდებოდა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. არაერთი გარე ჩარევა გვახსოვს არჩევნების პროცესში და რაც ყველაზე მთავარია, არჩევნების შემდგომ პერიოდში არაერთი მოწოდება გაისმა სხვადასხვა პოლიტიკოსისგან. მათ შორის სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც აქტიურად იყო დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სწორედ სოროსის ფონდისგან ხელმძღვანელობდა. სოროსის ფონდი არის ორგანიზატორი და დამფინანსებელი იმ აქციების, რომლებიც გრძელდება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არ ვიცი, ვისთვის არის ახლა პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტია, რომ 29 დეკემბერს მას კონსტიტუციური ვადა ამოეწურა, აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის საქართველოს ვადაგასული პრეზიდენტი. ამიტომ, მისი გადასაწყვეტია, როგორი სულისკვეთებით გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა არაერთხელ დადასტურებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი მუდმივად იყო კოორდინაციაში რადიკალურ ოპოზიციასთან, ატარებდა მათ პოლიტიკას. ეს დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მას უკვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რანგში აღარანაირი პრობლემა აღარ აქვს, ითანამშრომლოს რადიკალურ ოპოზიციასთან. მათი გადასაწყვეტია, საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე. ჩვენთვის ამ თვალსაზრისით არაფერი იცვლება. მან პრეზიდენტის რანგში ვერაფერი ავნო ჩვენს ხელისუფლებას და ახლა მით უმეტეს, ვადაგასული პრეზიდენტის რანგში არ მგონია, რაიმე პრობლემები შექმნას. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის რანგში მოახერხა, არაერთხელ დაერღვია საქართველოს კონსტიტუცია, არაერთი პრობლემა შეექმნა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ახლა უკვე ვადაგასულ პრეზიდენტს არამგონია, რამე რესურსი ჰქონდეს, რომ პრობლემები შეუქმნას ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბოჟაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)