|
2025-01-09 15:00:20, 432 ნახვა
საზოგადოება
ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-შქმერის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება განახლდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, თავი შეიკავონ სიჩქარის გადაჭარბებისგან და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით ისეთ მონაკვეთებზე, სადაც რთული კლიმატური პირობებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)