|
2025-01-09 14:02:16, 379 ნახვა
სამართალი
აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმე გაერთიანდა
მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 6 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ესენი არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია ყოველ 2 თვეში გადასინჯოს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობა და სხდომა ხვალ, 10 იანვარს სწორედ ამის გამო გაიმართება. რაც შეეხება საქმის განხილვას, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე წინასასამართლო სხდომა ორი თვით გადაიდო და ის 5 მარტს ჩაინიშნა. საქმეების გაერთიანებაპროკურატურამ აღნიშნული 6 ბრალდებულის საქმესთან სხვა ბრალდებულების საქმის გაერთიანების შუამდგომლობაც დააყენა. ესენი არიან:
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული 11 ბრალდებულის საქმე გაერთიანდა, 11-ივეს აღკვეთის ღონისძიებას ხვალ სასამართლო ერთიანად განიხილავს, წინასასამართლო სხდომა კი, როგორც აღვნიშნეთ, 5 მარტს გაიმართება. აღნიშნულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)