|
2025-01-06 00:12:28, 482 ნახვა
სამართალი
მესტიაში მომხდარი ყაჩაღობის და სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ეძებენ დაკარგულ მსხვერპლს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია - პოლიცია უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდამსხმელებს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, ნაპოვნია მათი მანქანა. კაცი გაუჩინარებულია, ქალი კი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა ამ ინფორმაციას და სხვა დეტალებს, თუ რა მოხდა ადგილზე, ამ ეტაპზე შსს არ ადასტურებს ტვ პირველის ცნობით, .ორივე დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. ქალი, სავარაუდოდ, ჯგუფურად გააუპატიურეს და მეზობელ სოფელში დატოვეს. ასევე ცნობილია, რომ ქალს ექსპერტიზისთვის ამზადებენ. "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)