18:08 - 24 May, 2026
|
2025-01-05 18:02:08, 437 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურბა. "არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 5 მცირეწლოვანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა. ადგილობრივების ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)