|
2015-02-15 10:50:10, 1009 ნახვა
სამართალი
შსს-მ "ოქეი"-სა და "სმაილი"-ს გაქურდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 3 თებერვალს, ღამით, ფარულად შეაღწია ტექნიკის სახლ „ოქეი“-ში, „ორიონი“-სა და „სამსუნგი“-ს ფირმების 13 ტელევიზორი, „ბალუ“-ს ფირმის 6 ელექტროგამათბობელი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს ალექსანდრე ს-მ სავაჭრო ცენტრ „სმაილი“-დან „ჰონდა“-ს და „სამსუნგი“-ს ფირმების 6 ტელევიზორი მოიპარა. "სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მოპარული ტექნიკის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით)",-განმარტავენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)