|
2024-12-27 09:59:18, 486 ნახვა
სამართალი
24 წლის ქალი რომლის დაწვაც შვილების თვალწინ ქმარმა სცადა, გარდაიცვალა
24 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა მძიმე დაზიანებები მიაყენა, 10 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 17 n ნოემბერსსოფელ ახალსოფელში, ქმარმა ქალის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. 24 წლის ქალი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის ჭიათურაში მამის გვერდით დაკრძალეს. სამი მცირეწლოვანი შვილის დედა თითქმის ერთი თვე კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მედიკოსები უძლურები იყვნენ. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)