|
2024-12-25 17:11:32, 543 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" სპეციალურად შექმნილი ყალბი გვერდის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციასთან დაკავშირებით სარეკლამო განცხადებები განათავსეს. შემდეგ კი პროდუქციის შეძენის მსურველ პირებს თითქოსდა გასაყიდი ნივთების საფასურის თანხა წინასწარ გადაახდევინეს, ხოლო მათ მიერ შეძენილი პროდუქცია არ მიაწოდეს. აღნიშნული ქმედებით 17 დაზარალებულს ჯამში 15 610 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ორივე პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულთა გამოვლენის და დანაშაულის გამოაშკარავების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში,
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)