00:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 15:18:33, 344 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი: ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მასსა და რუსეთს შორის ქართველი ხალხი დგას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სერგო რატიანმა მოსახლეობას პარლამენტიდან მიმართა და 6 მარტს დაგეგმილი „გაზპრომის“ წინააღმდეგ აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

რატიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მავნებლური ქმედება ხალხმა უნდა შეაჩეროს.

 „გუშინ ენერგეტიკის მინისტრა კვლავ გააკეთა შეუსაბამო განცხადება, როცა თქვა, რომ  გაზპრომთან მოლაპარაკება გრძელდებადადა  ალბათ ამ დღეებში ის ქვეყნის საკეთილდღეოდ დასრულდება. მესმის, რომ მთავრობა შეშფოთებულია 6 მარტს დაგეგმილი აქციით, მაგრამ განცხადებები ნათელი მომავლის შესახებ, არ მიიღება.

ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობა და კალაძე გვატყუებენ, როცა ამბობენ, რომ დივერსიფიკაციასთან გვაქვს საქმე; რომ აზერბაიჯანს არ აქვს  ჭარბი გაზი რათა მოგვაწოდონ.ამდენმა ტყუილმა  სახიფათო ზღვრამდე მიგვიყვანა, რითაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობას მიადგა ზიანი. სწორედ ამ ვითარებაში, აუცილებელია საზოგადოებამ გააპროტესტოს და 6 მარტს 2 სათზე ჩაერთოს აქციაში, სიმბოლურ ცოცხალ ჯაჭვში, რომელიც კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე მოეწყოა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ სააქართველოს ხელისუფლების მავნებლური ქმედება. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მასსა და რუსეთს შორის ქართველი ხალხი დგას“,-განაცხადა სერგო რატიანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics