|
2016-03-02 11:05:44, 554 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს მასშტაბით კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ-ში. ხვალ კი, თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღისით +20 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო ღამით- + 5 გრადუსი სითბო. პარასკევს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე მიაღწევს. შაბათს დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსამდე დაიწევს, ღამით კი, +10 გრადუსი სითბო იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა მომდევნო დღეებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. სამი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა კვირის ბოლოს წივმაა მოსალოდნელი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)