00:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 10:44:42, 367 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაერო-ს უმაღლეს კომისარის მოადგილესთან ლტოლვილთა საკითხებში კელი კლევენტსთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის ოფისის როლსა და მათ ჩართულობაზე მეორე თემატური ჯგუფის საქმიანობაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას საქართველოში და ხელისუფლების სტრატეგიას მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა, ინტეგრაცია, სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული პრობლემები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics